დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

divider

ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრებს „ბაია-ფუდი“ სთავაზობს ნოყიერი ფაფების, ბურღულეულისა და სხვა სასარგებლო პროდუქტების ფართო ასორტიმენტს. ყველა პროდუქტი დამზადებულია ადგილობრივი მარცვლეულისა და ხილისგან და საერთოდ არ შეიცავს
ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს.

 

გამომდინარე კომპანიის დევიზიდან „ჯანსაღი საკვები, ჯანმრთელი ოჯახი“, მთელი ოჯახისთვის დაბალანსებული კვების უზრუნველყოფა საფუძვლად უდევს ყველაფერს, რასაც „ბაია-ფუდი“ აწარმოებს. ფაქტობრივად, ყველა დაფქული მარცვლეული, ჩირი და სხვა ინგრედიენტი, რომელიც გამოიყენება „ბაია-ფუდის“ ყოველ ბურღულეულში, ფაფასა თუ ორცხობილაში 100%-ით ნატურალურია, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს, ეხმარება საკვების მონელებას, უზრუნველყოფს დაავადებათა პროფილაქტიკას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას.

 

მაშინ, როდესაც კომპანია „ბაია“ მუდმივად ახდენს ინოვაციების დანერგვას, ახალი პროდუქტების შეფასებასა და შემოღებას, ჩვენი მიმდინარე ხაზი მოიცავს ფაფების, ბურღულეულის, ორცხობილებისა და მშრალი რძის წარმოებას.

 

შპს „ბაია-ფუდი“-ს პროდუქცია, - მარცვლეულის ურძეო ფაფები „ბაია“, მზადდება 100 %
ნატურალური ნედლეულისგან, ისინი არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს. ხოლო „ბაია“-ს ფაფები, ადგილობრივი წარმოების, სხვადასხვა ხილის ნატურალური ჩირით შეიცავს ბუნებრივ ვიტამინებს, და სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს. პროდუქტი განკუთვნილია ადრეული ასაკიდან ოჯახის ყველა წევრთათვის, განსაკუთრებით კი ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის. ჩვენს ასორტიმენტში შედის ფაფები, დიეტური და პროფილაქტიკური დანიშნულებისათვის. მთლიანი მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებული პროდუქტი მდიდარია უჯრედისით, რომელიც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს უჭნაწლავის ფორმირებასა და პერესტატიკაზე.

კონტაქტი ჩვენ შესახებ