შეიცავს გარგარის და ალუბლის ჩირის დაქუცმაცებულ ფხვნილს, რომელიც არამარტო აუმჯობესებს პროდუქტის გემოს, არამედ ზრდის მის კვებით ღირებულებას. არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, ხოლო მასში შეტანილი ნატურალური ხილის კომპონენტები კი კიდევ უფრო ამდიდრებენ ამ პროდუქტს მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. შვრიის ფაფა ხასიათდება სასარგებლო ბაქტერიების გამრავლების ხელშეწყობით და თანაც ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ცხიმისაგან, მასში საკმაოდ ბევრია ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელი ამინომჟავეები, В ჯგუფის, Е და А ვიტამინები. მისი ამინომჟავური შემადგენლობა ყველაზე ახლოსაა ადამიანის კუნთის ცილებთან, რის გამოც ითვლება განსაკუთრებულ დიეტურ კვებით პროდუქტად. ის გამოირჩევა სახამებლის დაბალი, ცხიმების და მცენარეული კვებითი ბოჭკოების (უჯრედისის) მაღალი შემცველობით. შვრიის ფქვილის ფაფები ორჯერ მეტ მცენარეულ ცხიმებს შეიცავს, ვიდრე წიწიბურა, რომ არაფერი ვთქვათ ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია შვრიის დამუშავების პროდუქტი ე.წ. ”გერკულესი”. ის განსაკუთრებით ცნობილია, როგორც დამატებითი საკვები ადრეულ ასაკში და დიეტური დანიშნულებით - კუნაწლავის და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისათვის.