დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

ბაიას ფაფა, მანანის ბურღული


მიიღება, ხორბლის მარცვლის გულისაგან. ის შეიცავს 70% სახამებელს, მიკროელემენტებს: კალიუმს, ნატრიუმს მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, ვიტამინებს - Е და В1. მანანის ბურღული ხასიათდება მაღალი კალორიულობით და კვებითი ღირებულებით, მას ადვილად ინელებს ორგანიზმი, ამიტომ რეკომენდირებულია კუჭნაწლავის დაავადებების დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. მანანის ბურღული სწრაფად მზადდება, ამიტომ ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ნივთიერებებს მომზადების პროცესში. მანანის ბურღულს ურჩევენ მათ, ვისაც აწუხებს კუჭნაწლავის დაავადებები, რადგანაც ის ხასიათდება კუჭის შემომგარსველი მოქმედებით, რაც უზრუნველყოფს გასტრიტული და წყლულოვანი ტკივილისა და სპაზმების მოხსნას. მანანის ფაფის გამოყენების რეკომენდაციას აძლევენ ხანდაზმული ასაკის ადამიანებს, ძვალსახსროვანი სისტემის, კბილების და კუნთების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე ურჩევენ ფაფის მოხმარებას, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებსაც.