დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

ბაიას ფაფა, ღომის (ფეტვის) ფქვილი და ღერღილი


საქართველოში გავრცელებული უძველესი კულტურის - „კავკასიური პროსოს“, ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ღომის ფქვილი ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების და უჯრედისის მაღალი შემცველობით ხასიათდება, შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას და ვიტამინებს: А, В1, В2, РР. არ შეიცავს გლუტენს. ფოლის მჟავა მასში ორჯერ მეტია ვიდრე ხორბალსა და სიმინდში. ძველთაგანვე თვლიდნენ, რომ ღომის მარცვლის პროდუქტების მიღება გვმატებს ძალას, გვიჯანსაღებს ღვიძლს, წინააღმდეგობას უწევს ცხიმების დაგროვებას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, ძვლების შეზრდას. მას შეუძლია გამოიტანოს ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების ნარჩენები და მათი დაშლის პროდუქტები. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად ალერგენულ და იოლად მონელებად პროდუქტად, ამიტომ მიეკუთნება დიაბეტურ, დიეტურ და ბავშვთა ჯანსაღი კვების პროდუქტებს. ღომის მარცვლის ფქვილი და ღერღილი ერთ ყუთშია ცალ-ცალკე პაკეტებით მოთავსებული, იმ თანაფარდობით, რომელიც საჭიროა ტრადიციული წესით ღომის განსაზღვრული რაოდენობის ულუფების მოსამზადებლად. ამასთანავე, თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკე შეიძლება გამოვიყენოთ, ფაფების ან სხვა კერძების მოსამზადებლად.