დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

ბაიას ქატო ხორბლის


ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა ქატოს სარგებლიანობაზე და თავის პაციენტებს რეკომენდაციას აძლევდა შეეტანათ იგი კვების რაციონში, საჭმლის მონელების ნორმალიზებისათვის, ორგანიზმის მოღონიერებისათვის და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად.თუ გადაწყვიტეთ იკვებოთ სწორად და მიზნად დაისახეთ წონაში დაკლება ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ „ბაიას ხორბლის ქატო“, ის ასუფთავებს ნაწლავებს შხამებისა და „წიდისაგან“ და ებრძვის შეკრულობას. ქატო კუჭში, სითხის გავლენით იჯირჯვება და ნაწლავებისკენ გადაადგილებისას, აუმჯობესებს მის პერისტალისტიკას და უზრუნველყოფს მიკროფლორის მოწესრიგებას, ამიტომ მას უწოდებენ ორგანიზმის „ბუნებრივ ცოცხს“. ქატო შეიძლება მივიღოთ ცალკე და სხვა საკვებთანაც ერთად, ისე რომ მან შეასრულოს თავისი ფუნქცია და თანაც გააუმჯობესოს მისი გემო. სხვა კერძებთან ერთად ქატოს მიღებით, თქვენ შეგიძლიათ არეგულიროთ საკვების მოცულობა და ულუფის თანდათან შემცირებით, ჭამოთ გაცილებით ნაკლები ისე, რომ არ განიცადოთ შიმშილით გამოწვეული დისკომფორტი და არეგულიროთ თქვენი წონა. მომზადების წესი: ერთი სუფრის კოვზი ქატო ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით მდუღარე წყალი, ისე რომ ის დაიფაროს. დააყოვნეთ 3-5 წუთი, რის შემდეგ შეგიძლიათ შეავსოთ ცივი წყლითან მაწონით და დალიოთ როგორც სუსპენზია. ასეთი წესით მიიღეთ დღეში სამჯერ. ასევე თქვენ შეგიძლიათ ქატო მოაყაროთ საკვებს და მიიღოთ ის საკვებთან ერთად დღეში სამჯერ.