გთავაზობთ ხორბლის ქატოს, ასევე მცენარეული უჯრედისით მდიდარ ხილის ჩირთან ერთად, რომელიც ქატოს აძლევს სასიამოვნო გემოს. თუ გადაწყვიტეთ იკვებოთ სწორად, და განსაკუთრებით, თუ თქვენ მიზნად დაისახეთ წონაში დაკლება, აუცილებლად გჭირდებათ რაციონში მცენარეული ბოჭკოთი *უჯრედისით, მდიდარი პროდუქტი - ქატო ხორბლის. ქატო ხორბლის გადამუშავებით მიიღება და ის ასუფთავებს ნაწლავებს შხამებისაგან, ე.წ. წიდისაგან და ლორწოსაგან, ამიტომ მას უწოდებენ ორგანიზმის „ბუნებრივ ცოცხს“. მას კუჭი ვერ ინელებს, მხლოდ სითხის გავლენით იჯირჯვება, რამდენჯერმე მატულობს მოცულობაში და ნაწლავებში გადაადგილებისას, ახდენს მის მექანიკურ გაწმენდას, აუმჯობესებს მის პერისტალისტიკას და უზრუნველყოფს ნაწლავის მიკროფლორას. ქატო სასურველია მივიღოთ სხვა კერძებთან ერთად. ამით თქვენ შეძლებთ არეგულიროთ საკვების რაოდენობა, ულუფის თანდათან შემცირებით, გარკვეული დროის შემდეგ კი ეჩვევით, ჭამოთ გაცილებით ნაკლები, ამასთან არ განიცადოთ, შიმშილით გამოწვეული დისკომფორტი და არეგულიროთ წონა. ქატო ხორბლის ხილის ჩირით შეიცავს ხილის ნატურალურ, დაქუცმაცებულ ჩირს რაც მის გემოვნურ თვისებას აკეთილშობილებს და ანეიტრალებს მიღების შემთხვევაში მის სპეციფიურ გემოს. მომზადების წესი: ერთი სუფრის კოვზი ქატო ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით მდუღარე წყალი, ისე რომ ის დაიფაროს. დააყოვნეთ 3-5 წუთი, რის შემდეგ შეგიძლიათ შეავსოთ ცივი წყლით ან მაწონით და მიირთვათ როგორც სუსპენზია. ასეთი წესით მიიღეთ დღეში სამჯერ. ასევე თქვენ შეგიძლიათ ქატო მოაყაროთ საკვებს და მიიღოთ ის საკვებთან ერთად დღეში სამჯერ.